ჩვენს შესახებ
კონტაქტი
Facebook

რას ნიშნავს განმარტებითი ლექსიკონი?

არსებობს განსხვავებული გამოხატულებები, რომლებიც აუცილებელია ვიცოდეთ, როდესაც საქმე გვაქვს სიძულვილის ენასთან. ეს ვებ-გვედი აგროვებს განმარტებებს, რომლებიც დაკავშირებულია სიძულვილის ენის სხვადასხვა ასპექტებთან. ერთ ცნებას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე განმარტება, რომელიც აუცილებელია იმის სრული გაგებისთვის თუ რას განვიხილავთ და რის შესახებ ვმოქმედებთ. ამ განმარტებით ლექსიკონში შეგიძლიათ იპოვოთ ცნებები მათი განმარტებებით, რომლებიც შეგროვდა კამპანიის ონლაინ აქტივისტების მიერ და ევროპული ორგანიზაციების მუშაობის შედეგად. აღნიშნული ტერმინები განმარტებულია ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ადვოკატირების კონტექსტში.
3 შედეგი

შევიწროვება

შევიწროვება - არასასურველი ვერბალური, არავერბალური და ფიზიკური ქმედება ადამიანისა ან ადამიანთა ჯგუფისა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ მახასიათებელთან, და ამ მახასიათებლის მიხედვით  ღირსების შელახვა და მტრული, საშიში, შეურაცხმყოფელი ან უგულებელლმყოფელი გარემოს შექმნა.

ვრცლად

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - გულისხმობს, რომ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება სხვა ადამიანებთან ერთად, რომ შეიკრიბონ კანონიერი მიზნით, როგორც ინტერნეტ სივრცეში ასევე რეალურ ცხოვრებაში, მათ შორის შედის პროტესტი, დასვენება, სოციალიზაცია და ა. შ.

ვრცლად

შეუწყნარებლობა

შეუწყნარებლობა -  ეს არის სხვა ადამიანების რწმენისა და ჩვეულებების უპატივისმცემლობა.

ვრცლად