ჩვენს შესახებ
კონტაქტი
Facebook

რას ნიშნავს განმარტებითი ლექსიკონი?

არსებობს განსხვავებული გამოხატულებები, რომლებიც აუცილებელია ვიცოდეთ, როდესაც საქმე გვაქვს სიძულვილის ენასთან. ეს ვებ-გვედი აგროვებს განმარტებებს, რომლებიც დაკავშირებულია სიძულვილის ენის სხვადასხვა ასპექტებთან. ერთ ცნებას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე განმარტება, რომელიც აუცილებელია იმის სრული გაგებისთვის თუ რას განვიხილავთ და რის შესახებ ვმოქმედებთ. ამ განმარტებით ლექსიკონში შეგიძლიათ იპოვოთ ცნებები მათი განმარტებებით, რომლებიც შეგროვდა კამპანიის ონლაინ აქტივისტების მიერ და ევროპული ორგანიზაციების მუშაობის შედეგად. აღნიშნული ტერმინები განმარტებულია ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ადვოკატირების კონტექსტში.
9 შედეგი

სამართლებრივი თანასწორობა

სამართლებრივი თანასწორობა - ითვალისწინებს კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანაბ დაცვას რასის, სქესის, რელიგიის ანდ სხვა დამახასიათებელი ნიშანთვისების მიუხედავად.

ვრცლად

საცხოვრებელი/განსახლების ცენტრი

საცხოვრებელი/განსახლების ცენტრი - ნებისმიერი სივრცე, რომელიც გამოიყენება კოლექტიური განსახლებისათვის თავშესაფრის მაძიებელთათვის.

ვრცლად

სექსუალური ორიენტაცია

სექსუალური ორიენტაცია - ეხება თითოეული ადამიანის შესაძლებლობას ღრმა ემოციური, მოსიყვარულე და სექსუალური მიზიდულობისა და ინტიმური და სექსუალური ურთიერთობისა ინიდივდებთან

ვრცლად

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - მოიცავს დანაშაულებებს, რომლის მოტივიც არის ზიზღი ან მიკერძოებული დამოკიდებულება ადამიანების კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ.

ვრცლად

სიძულვილის ენა

სიძულვილის ენა - მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.

ვრცლად