ჩვენს შესახებ
კონტაქტი
Facebook

რას ნიშნავს განმარტებითი ლექსიკონი?

არსებობს განსხვავებული გამოხატულებები, რომლებიც აუცილებელია ვიცოდეთ, როდესაც საქმე გვაქვს სიძულვილის ენასთან. ეს ვებ-გვედი აგროვებს განმარტებებს, რომლებიც დაკავშირებულია სიძულვილის ენის სხვადასხვა ასპექტებთან. ერთ ცნებას შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე განმარტება, რომელიც აუცილებელია იმის სრული გაგებისთვის თუ რას განვიხილავთ და რის შესახებ ვმოქმედებთ. ამ განმარტებით ლექსიკონში შეგიძლიათ იპოვოთ ცნებები მათი განმარტებებით, რომლებიც შეგროვდა კამპანიის ონლაინ აქტივისტების მიერ და ევროპული ორგანიზაციების მუშაობის შედეგად. აღნიშნული ტერმინები განმარტებულია ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ადვოკატირების კონტექსტში.

ასექსუალობა

ასექსუალობა - ასექსუალური ინდივიდი არის პირი, რომელიც არ განიცდის სექსუალურ ლტოლვას.

ვრცლად

ასიმილაცია

ასიმილაცია - ერთი ეთნიკური ან სოციალური ჯგუფის ადაპტაცია მეორეში (ხშირად უმცირესობის).

ვრცლად

თავშესაფარი

თავშესაფარი - სახელმწიფოს მიერ მფარველბის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იდევნებიან სხვა ქვეყანაში. მფარველობა მოიცავს ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას და მოპყრობის ჰუმანურ სტანდარტებს.

ვრცლად

თავშესაფრის მაძიებელი

თავშესაფრის მაძიებელი -  ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ ლტოლვილის სტატუსს და საერთაშორისო მფარველობას

წყარო: UNHCR

ვრცლად

ბიფობია

ბიფობია - ეს არის შიში, დაუსაბუთებელი ბრაზი/რისხვა, არატოლერანტულობა ან/და ზიზღი ბისექსულობის ან ბისექსუალი ადამიანების მიმართ.

ვრცლად